კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, წიწამურას ხევში, 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყალსადენზე აღდგენით-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს. შედეგად, აღნიშნული რაიონების წყალმომარაგება მკვეთრად გაუმჯობესდება.
სამუშაოების წარმოება, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 28 ივნისს, საღამოს 21:00 საათიდან, ხვალ 29 ივნისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
გლდანი- ნაძალადევის რაიონში:
თემქის III მიკრორაიონს, გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს, გლდანულას, სოფელ გლდანს, სოფელ გიორგიწმინდას, მუხიანის სამხედრო დასახლებას და აგარაკებს.
ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთის, რევოლუციის, მშვიდობის, მანაგაძის, ხანძთელის, სხვიტორის, სკოლის, ლიბანის, გაგრის, ბაღნარის, წერეთლის, რიონის, იპ.ივანოვის, ზარზმის, ილორის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზამბავრის, ხარაძის ქუჩებს.
კონიაკის, გაზის, ბერთუბნის, ცენტროლიტის დასახლებებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს და „ჰეიდელბერგცემენტის" ბეტონის ქარხანას.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.