მეფუტკრეობის პროგრამის ფარგლებში სკების გადაცემა გრძელდება

მეფუტკრეობის პროგრამის ფარგლებში სკების გადაცემა გრძელდება

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის საჭირო ინვენტარის გადაცემა გრძელდება.  სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ  და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ   კახეთის რეგიონის  მეფუტკრეობის 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  370  სკა  და  თაფლის საწური (ციბრუტი) გადასცეს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაძლებლოა აქვთ მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი - სკები, 2 200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი და თაფლის საწური (ციბრუტი) -  ღირებულების 30%-ად მიიღონ.

ქვეყნის მასშტაბით,  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 7 588 სკა უკვე მიიღო.

ახლო მომავალში, კიდევ  51 კოოპერატივი  3 609 სკას მიიღებს,  19 კოოპერატივს 19 ერთეული თაფლის საწური და 2 200 ლიტრიანი თაფლის შესანახი ავზები (საერთო მოცულობით 41 800 ლიტრი) გადაეცემა.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძლდება.

მეფუტკრეობის კოოპერატივებისთვის სკების გადაცემის ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე, კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი,  ასევე  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.