კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის, ახალ პროექტი დაიწყო. დასაქმების ფორუმისა და კრეათონის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო პროექტების ავტორები კომპანიაში სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
რაც შეეხება, ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის, მშენებლობას - პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული. საგურამოჰესის ექსპლუატაციისათვის აუცილებელი ევროპული წარმოების ყველა აგრეგატი და ძალოვანი დანადგარი უკვე საქართველოშია. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ჰესის ექსპლუატაციაში გასაშვებად.
საგურამოჰესის ამოქმედება დაგეგმილია ოქტობრის თვეში, რაც ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის'' სათავე ნაგებობებისა და სატუმბე სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს.
მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია აგრძელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში.
სამუშაოები ნაძალადევის რაიონში ცქიტიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს. ახლით შეიცვლება როგორც კანალიზაციის ასევე წყალსადენის 1კმ-მდე ქსელი.
ამავე რაიონში, ბოგვის ქუჩაზე, დასრულების ეტაპზეა სარეაბილიტაციო სამუშაოები. შეიცვლება წყალსადენის 800 მეტრიანი მონაკვეთი.
ასევე დასრულების ეტაპზეა გვაზაურის პირველ ჩიხში მიმდინარე სამუშაოები - ახლით იცვლება წყლის მილის 150 მეტრიანი ამორტიზებული მონაკვეთი.
გლდანის რაიონში, ავჭალა 2-ის ტერიტორიაზე, კომპანია ცენტრალური წყალსადენის სისტემის განახლებას აწარმოებს. შეიცვლება 300 მეტრიანი წყლის მილის მონაკვეთი.
ამავე რაიონში, მორეტის პირველ შესახვევში, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. ახლით იცვლება წყლის და კანალიზაციის 600 მეტრიანი მონაკვეთი.
ასევე, ბარათაშავილის ქუჩაზე, კომპანიამ დაიწყო სამუშაოები წყალსადენის 500 მეტრიანი ქსელის განსაახლებლად.
კრწანისის რაინში, კერძოდ, ფონიჭალაში, კანალიზაციის ქსელის ამორტიზებული 600 მეტრიანი მონაკვეთი იცვლება.
აღნიშნული სამუშაოები თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.