1 ივლისიდან, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის, ახალ პროექტს იწყებს.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებული ტალანტების, ინოვაციური იდეების მქონე ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების დამამთავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტების და მაგისტრანტების მოზიდვა.
ღონისძიება ტექნოპარკში ჩატარდება. პროექტი შემდეგ ეტაპებს მოიცავს:
1 ივლისი - დასაქმების ფორუმი
2 ივლისი - კრეათონი
4 ივლისი - საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონიალი
კრეათონის პროცესში შექმნილ საუკეთესო პროექტებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის წევრები, GWP-ის მენეჯმენტის წარმომადგენლები და საგანგებოდ მოწვეული დარგის სპეციალისტები იქნებიან.
დასაქმების ფორუმისა და კრეათონის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო პროექტების ავტორები ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.