თბილისში ლუდი „კოზელის“ პირველი კონცეპტუალური რესტორანი „კოზლოვნა“ გაიხსნება

თბილისში ლუდი „კოზელის“ პირველი კონცეპტუალური რესტორანი „კოზლოვნა“ გაიხსნება

22 ივნისს, 19:00 საათზე ლუდი „კოზელის“ პირველი კონცეპტუალური რესტორანი  „კოზლოვნას“ (მის: კოსტავა 46/50) პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ასევე ჩეხეთისა და სლოვაკეთის საელჩოს წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

„კოზლოვნაში“ მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ და ეზიარონ  ჩეხურ სამზარეულოსა და კულტურას, სადაც კერძების მომზადება მხოლოდ ჩეხური რეცეპტურითა და ტექნოლოგიით ხდება.  სპეციალურად მათთვის ჩეხი ლუდის ტექნოლოგი ჩამოასხამს შერეულ შავ და თეთრ ლუდს და გაუმასპინძლდება ლუდის მოყვარულებს.

პრეზენტაციას ასევე დაესწრებიან ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს,  ქართული მედიისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

„კოზლოვნა“ პირველად გაიხსნა 2007 წელს ჩეხეთში. დღეისთვის  30-ზე მეტი ანალოგიური ობიექტი ჩეხეთში, სლოვაკეთში, მოლდოვაში, რუსეთში, ყაზახეთში, თურქეთში და უკვე საქართველოშიც. ჩეხური ლუდი მსოფლიო დონის პოპულარობით სარგებლობს და ლუდის უმაღლესი ხარისხის სინონიმს წარმოადგენს. მათ შორის, ლუდი „კოზელი“ ყველაზე პოპულარული ჩეხური ლუდია. ამიტომაც „კოზელის“ პაბი „კოზლოვნაც“ გლობალური ქსელია და იგი ათეულობით ქვეყანაშია წარმოდგენილი. მხოლოდ „კოზლოვნაში“ თეთრი და შავი ჩამოსასხმელი „კოზელი“, რომელსაც განსაკუთრებული მეთოდით აწვდიან მომხმარებლებს. ასევე მხოლოდ „კოზელშია“ ნამდვილი ჩეხური და ევროპული მეთდოლოგიით დამზადებული ლუდის კერძები. მაგალითად, კანჭი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მზადდება.