ევროპის ჩემპიონატის მეცხრე დღეს, ლუდი ნატახტარის და ფეხბურთის მოყვარულებს გოჩა პირდაპირ ნიცის ულამაზესი სანაპიროდან მოგვესალმა. ნიცაში ამჟამად ორი ფანზონაა. ერთში გულშემატკივრებს შეუძლიათ ფეხბურთის ყურება, ხოლო მეორეში უბრალოდ დასვენება და განტვირთვა.
ყველას, ვინც გოჩას ჩართვებს თვალყურს ადევნებს, გუშინ ნახა სხვადასხვა საინტერესო გასართობი და ატრაქციონი. იყო მაგიდის ჩოგბურთი, წყალბურთი, ბატუტი თუ სხვა, რითიც გულშემატკივრები ან უბრალოდ დამსვენებლები ერთობოდნენ თამაშების დაწყებამდე. როგორც გუშინ მოგახსენეთ, ორი ჩრდილო ორლანდიელი გულშემატკივარი გარდაცივალა ჩემპიონატის დროს. სწორედ მათი ხსოვნის პატივსაცემად გამოიფინა დროშები და მაისურები ნიცაში. ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა დარენ როჯერსი გადავარდა.