GWP  თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

GWP თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" სამგორის რაიონში ჭირნახულის ქუჩაზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა -  1 კმ სიგრძის მაგისტრალური ძველი წყალსადენი ახლით შეიცვალა.  აღნიშნულის შედეგად, სამგორის რაიონში, ლილოს დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ამავე რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩიდან გამავალი ყველა ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაო დასრულების ეტაპზეა. შეიცვლება, როგორც წყლის ასევე წყალარინების ამორტიზებული ქსელები.

მთაწმინდის რაიონში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე,  წავკისის მიმართულებით, წყალსადენის ახალი 1 კმ-იანი  ქსელის მოწყობის სამუშაოები, დასრულების ეტაპზეა. შედეგად დედაქალაქის  ზედა ზონებს -  წავკისს, შინდისს, ტაბახმელას, კოჯორს, კიკეთს და ახალდაბას  ალტერნატიული წყალმომარაგების შესაძლებლობა ექნებათ, რაც სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

ასევე,  ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა",  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე - წყალსადენის 900 მეტრიანი და წყალარინების 120 მეტრიანი ძველი მონაკვეთები ახლით შეიცველბა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გლდანის რაიონშიც,  მებაღიშვილის ქუჩაზე -  500 მეტრიანი წყალსადენის მაგისტრალური მონაკვეთი ახლით შეიცვლება.

ამავე რაიონში, ბიჭვინთის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზე გადავიდა, სადაც, მაგისტრალური წყალსადენის 800 მეტრიანი ძველი მონაკვეთი  შეიცვლება.

აღნიშნული სამუშაოები ზემოთ მოცემულ უბნებში სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.