,,სტანდარტიზაცია, მეტროლოგია - ინოვაციები და სამართლებრივი პრაქტიკა“

,,სტანდარტიზაცია, მეტროლოგია - ინოვაციები და სამართლებრივი პრაქტიკა“

ამ/წლის 17 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში  გაიმართა აკადემიის  ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა. მასში მონაწილეობა მიიღეს და თემით ,,სტანდარტიზაცია, მეტროლოგია - ინოვაციები და სამართლებრივი პრაქტიკა“ წარსდგენ სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

ღინისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს შორის. აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კვლევებს. ამ მემორანდუმით, მხარეები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იზუნებენ სამეცნიერო ურთიერთობების დამყარებას მსოფლიოს კვლევით ცენტრებთან  და უზრუნველყოფენ ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების გახნორციელებას.