დღე მე-7 - გოჩას და ნატახტარის ქრონიკები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან
ევროპის ჩემპიონატის მეშვიდე დღეს, გოჩა თანდარაშვილმა ფანზონიდან პირდაპირ სტადიონზე გადაინაცვლა, სადაც ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინა 2:0 დაამარცხა. საინტერესოა, რომ პირველად, რაც ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, ამ მატჩზე სტადიონი არ შეივსო. უკრაინელელების გულშემატკივრები მრავლად იყვნენ, მაგრამ გაცილებით მეტი გულშემატკივარი ჰყავდა ჩრდილოეთ ირლანდიას. მათ სასწაული უნარი აქვს თითოეული მატჩის წინ მოაწყონ დიდი დღესასწაული, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაკრები არასდროს ყოფილა გამორჩეული განსაკუთრებული წარმატებით. შეიძლება ითქვას, მწვანე ზღვა იყო გუშინ ლიონში, მწვანე მაისურიანი ირლანდიელი გულშემატკივრების.
"გაუგებარია, რატომ გვიღებს ყველა ფოტოს. რითია გამორჩეული ჩვენი ჩაცმულობა? დავიჯერო, მწვანე მაისური არავის გცმიათ?" - ჩრდილო ირლანდიელი გულშემატკივრები.