„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დღეს პირველი ახალი ტიპის, განახლებული სერვისცენტრი გახსნა. პირველი განახლებული სერვისცენტრი ისანი-სამგორის რაიონის მოსახლეობას გაუწევს მომსახურეობას. სერვისცენტრში მომხმარებელს მომსახურების გაუმჯობესებულ სტანდარტებს შეთავაზებენ. განახლებულ სერვის ცენტრში მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტია შექმნილი, სერვის ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, განახლებული ინტერიერით და ავეჯით. მომხმარებლებს განახლებულ სერვის ცენტრში ოპერატიულ და ხარისხიან მომსახურებას გაუწევენ.

ახალი სერვის ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მენეჯმენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი და  ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე რამაზ დიღმელაშვილი.

 ისანი-სამგორის სერვისცენტრში მოწვეულ სტუმრებს დღეს 2015 წლის 13 ივნისის მოვლენების ამსახველი ფოტორეპორტაჟი შესთავაზეს. ღონისძიებას ფოტორეპორტაჟის ავტორები, ფოტორეპორტიორი გიორგი ისაკაძე და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ბილინგის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი სულაბერიძეც ესწრებოდნენ. გამოფენილი იყო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ჩატარებული სამუშაოების ამსახველი ფოტოებიც. კომპანიამ სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 3 მილიონი ლარი დახარჯა.

უახლოეს მომავალში კომპანია თანამედროვე ტიპის კიდევ ორ ახალ სერვის ცენტრი გახსნის, რომლებიც ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის რაიონების მოსახლეობას გაუწევს მომსახურეობას.