ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპ-კულტურის ფესტივალის, „ელექტრონავტების" გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია.
წელს, მთავარი ჯილდოს, "ელექტრონავტი 2015"-ის მფლობელი BERIKA გახდა. სპეციალურად ამ ნომინაციისთვის დაწესებული პრიზი, საგზური Berlin Atonal-ის ფესტივალზე გამარჯვებულს თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორმა, ნინო ეგაძემ გადასცა. „წლის ელექტრონავტი" ორგანიზატორებისგან მხატვარ გიორგი მაღრაძის მიერ დამზადებული ფიგურითაც დაჯილდოვდა.
მთავარი ნომინაციის გარდა, გამარჯვებულები კიდევ 9 კატეგორიაში გამოვლინდნენ:
საუკეთესო ფესტივალი -4GB
საუკეთესო მუსიკალური ვიდეო - TETE NOISE-GADI GADI
საუკეთესო ლეიბლი - VODKAST
საუკეთესო VJ –JARA
საუკეთესო DJ – ZITTO
საუკეთესო ლაივ აქტი- OIMACTTA
საუკეთესო ალბომი - 3SULI-DESNA
საუკეთესო ტრეკი - TOKE –UNIVERSE 7
ახალი სახე - MINDSTREAMING
ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპ-კულტურის ყოველწლიური ფესტივალი, „ელექტრონავტი" 2008 წელს დაარსდა და მის მიზანს ნიჭიერი, ახალგაზრდა ქართველი არტისტების გამოვლენა წარმოადგენს სხვადასხვა ნომინაციაში. გამარჯვებულები პრიზებს იმ კონტენტისთვის იღებენ, რომლებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქმნიან. 2010 წლიდან მონაწილეებს საერთაშორისო ჟიურის წევრები აფასებენ.
წელს კონკურსში 30 ნომინანტი იყო წარდგენილი, საიდანაც 10 საუკეთესო შეირჩა. წლის მთავარ ნომინაციაში („ელექტრონავტი 2015") გამარჯვებულის შერჩევის პროცესში მსმენელიც იყო ჩართული, ხმის მიცემა ყველა მსურველს ვებ-გვერდზე www.electronauts.ge შეეძლო.
ფესტივალი წელს თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.