თიბისი ბანკის Prime Card-ის მომხმარებლებს სურპრიზებით აღსავსე სეზონი ელით. კამპანია 20 ივნისიდან დაიწყება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება, ყოველი კვირის ბოლოს გამოვლინდება 5 მომხმარებელი, რომლებიც ყველაზე აქტიურად გამოყენებენ პრაიმ ბარათს ანუ ყველაზე მეტი ტრანზაქცია აქვთ განხორციელებული.
გამარჯვებულები და ფულადი პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდება:
· I ადგილი - 1,000 ლარი
· II ადგილი - 800 ლარი
· III ადგილი - 700 ლარი
· IV ადგილი - 600 ლარი
· V ადგილი - 500 ლარი
გამარჯვებულები ყოველ მომდევნო კვირაში გამოვლინდება, ხოლო მოგებული თანხა შესაბამისი საკრედიტო ბარათის ანგარიშზე დაირიცხება. კამპანიის დასასრულს, 20 აგვისტოს სუპერ-პრიზის, 10 000 ლარის მფლობელი გამოვლინდება.
გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ თიბისი ბანკის ის მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ შემდეგი საკრედიტო ბარათებით: Prime Card VISA Classic, Prime Card VISA Gold, Prime Card VISA Platinum.
პრაიმ ბარათი თიბისი ბანკის მიერ შეთავაზებული საკრედიტო ბარათია, რომელიც მრავალი უპირატესობით გამოირჩევა, მათ შორის:
· 0% პირველი 3 თვის განმვალობაში სარგებლობისას;
· 55 დღიანი საშეღავათო პერიოდი;
· 20%-მდე Cash Back 100-ზე მეტ პარტნიორ სავაჭრო ობიექტში;
· გაორმაგებული Smart ქულები;
· უკონტაქტო გადახდის ფუნქციონალი - სწრაფი, მარტივი და კომფორტული გადახდის მეთოდი;
· გადახდის შესაძლებლობა, როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე ინტერნეტ მაღაზიებში.
პრაიმ ბარათის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ თიბისი ბანკის ვებგვერდს: http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/tbc-primecard