13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პანაშვიდი აღევლინა

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პანაშვიდი აღევლინა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.

დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან აღვლენილ პანაშვიდს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათგან ორი დღემდე დაკარგულად ითვლება.