საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილემ მალხაზ მჭედლიშვილმა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად თბილისში 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს დეპუტატებმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს და ვერეს ხეობაში 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა.

მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთაგან ორი დღემდე დაკარგულია.