კახა კახიშვილმა 13 ივნისის თბილისში სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

კახა კახიშვილმა 13 ივნისის თბილისში სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მინისტრი 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან ორი დღემდე დაკარგულია.