გიორგი ალიბეგაშვილი ერთ-ერთი ქუჩისთვის გმირულად დაღუპული მეხანძრის სახელის მინიჭების ცერემონიალს დაესწრო

გიორგი ალიბეგაშვილი ერთ-ერთი ქუჩისთვის გმირულად დაღუპული მეხანძრის სახელის მინიჭების ცერემონიალს დაესწრო

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარესთან რიმა ბერაძესთან და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარესთან ლია ჯახველაძესთან ერთად თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის გმირულად დაღუპული მეხანძრის სახელის მინიჭების ცერემონიალს დაესწრო. 
დღესვე, გმირი მეხანძრე–მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად გახსნა.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს 38 წლის ზურაბ მუზაშვილმა 8 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. 
სახელმწიფო მედალი, რომლითაც იგი „სამოქალაქო თავდადებისთვის“ სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა, მეხანძე-მაშველის მშობლებს გადაეცათ.
ნუცუბიძის პლატოზე ქუჩის სახელდება შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით განხორციელდა. 
ქუჩის გახსნას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები და ქუჩის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.