კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ახალი პროექტი „ანგარიში თბილისს“ დაიწყო, რაც თბილისის მაცხოვრებლებისთვის თვეში ორჯერ მიმდინარე გეგმების შესახებ ანგარიშის ჩაბარებას გულისხმობს.
როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების დირექტორი მამუკა კიკალიშვილი აღნიშნავს, დაწყებულია მაშტაბური პროექტი ქუჩების რეაბილიტაციის კუთხით, რაც ძველი მილების შეცვალს და წყალმომარაგების გაუმჯობესებას გულისხმობს. მისივე თქმით 40 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და წლის ბოლომდე 140-მდე ქუჩის გაკეთება იგეგმება.
„ჩვენ რომელი მილების გამოცვლასაც ვაპირებთ უდიდესი ნაწლი არის კოროზირებული და სარეაბილიტაციო. ამ მილების შეცვლის შემდეგ წყალმომარაგება მკვეთრად გაუმჯობესდება და ბევრ უბანს, უფრო უკეთესი წყალმომარაგება ექნება ვიდრე აქამდე ჰქონდა. ორმოცამდე ქუჩა უკვე დასრულებულია და ამ მასშტაბური პროექის ფარგლებში წლის ბოლომდე, დახლოებით 140-მდე ქუჩის რეაბილიტაციას ვგეგმავთ“,-აცხადებს მამუკა კიკალიშვილი.
ქალაქის მთავარი დისპეჩერის, თეიმურაზ ჯანელიძის თქმით, კომპანია გარდა ქსელების რეაბილიტაციისა საკმაოდ დიდ ფინანსურ ინვესტიციებს დებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების განახლებაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი ქსელში წყლის დისტრიბუციისათვის და მისი სწორი განაწილებისთვის ევროპული სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების მონტაჟია, რომლის დაყენების შემდეგაც მინიმუმადე შემცირდება ამა თუ იმ მიზეზით გამოწვეული წყალმომარაგების შეწყვეტის არეალი.
„წელს 500 ურდული უკვე შევცვალეთ და წლის ბოლომდე 1000 მეტი ურდულის შეცვლას ვაპირებთ, საერთო ჯამში კი, სულ, 6 000 მდე ურდულის მონტაჟი იგეგმება, რაც წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მოგვცემს“.
ქალაქის მთავარმა დისპეჩერმა პროექტის ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობაზეც ისაუბრა.
„დღეასდღეობით დასაქმებულთა რაოდენობა 350 კაცს შეადგენს, თუმცა ჩვენი სამუშაოები გრძელდება და შესაბამისად დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება“, -აცხადებს თემურ ჯანელიძე.