„ანგარიში თბილისს“

„ანგარიში თბილისს“

GWP ხვალიდან ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანიც მოსახლეობასთან ღია ურთიერთობა და მათგან უკუკავშირის მიღებაა.

კომპანიის პირველი პრესკონფერენცია 2016 წლის სარეაბილიტაციო პროექტებს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახლადდანერგილ კონცეფციას, ბიზნესცენტრების მოდელს მიეძღვნება.

ბრიფინგს, კომპანიის საოპერაციო დირექტორი და თბილისის მთავარი დისპეჩერი ჩაატარებენ, ისინი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ და მოსახლეობას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გეგმებს გააცნობენ.

“ანგარიში თბილისს“ ხვალიდან თვეში რამდენჯერმე რეგულარულ რეჟიმში გაიმართება და კომპანიის ფეისბუქის გვერდის საშუალებით ლაივსთრიმით გადაიცემა.

პირველი პრესკონფერენცია ხვალ 10 ივნისს დილის 11 საათზე, კომპანიის მთავარ ოფისში იგეგმება.