დიდუბის რაიონის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

დიდუბის რაიონის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დიდუბის რაიონში, ბელიაშვილისა და ახმეტელის ქუჩების კვეთაზე,  დღეს, 9 ივნისს, ტექნიკურ  სამუშაოებს განახორციელებს.

წყალმომარაგების სტაბულურობის და გაუმჯობესების მიზნით, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე  ახალი, ევროსტანდარტის 700 მმ-იანი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება.

აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს, 9 ივნისს,  17:00 საათიდან 10 ივნისის დილის 09:00 საათამდე  წყალმომარაგება შეუწყდება:

ნაძალადევის რაიონში:

ჩარგლის, ჭოპორტის, ჟინვალის, ზიგზაგის, გვაზაურის, ლომთათიძის, იმერეთის, ცინცაძის, სანერგის, სააკაძის, სვანეთის, ჭიჭინაძის, ლეჩხუმის, ნიკო მარის, ჯანელიძის, გომბორის, სუმბათაშვი-იუჟინის ქუჩებს, ნაგომარის ქ. N51, ცოტნე დადიანის II მ/რ-ს ,  ხევსურეთის, საჭილაოს, წიკლაურის, ურიდიას (ჩოდრიშვილის ქ.), ცქიტიშვილის და  ჩხიკვაძის ქუჩებს. სანზონის დასახლების N1, 12, 13, 14, 16, 24, 25, 26, 27 კორპუსებს, გურამიშვილის გამზ. N1-9; 

ასევე დიღმის მასივს.

აღნიშნული სამუშაოები დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე, წყლის არასტაბილური წნევით მიწოდებას გამოიწვევს.

წყალმომარაგება 10 ივნისს, დილის 09:00 საათიდან, ეტაპობრივად აღდგება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.