კომპანიის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები პირადად უკავშირდებიან მომხმარებლებს და არკვევენ, რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა კომპანიის მიერ შესრულებული ტექნიკური სამუშაოებით.
ყოველდღე, ცხელ ხაზის საშუალებით შემოსულ თითოეულ ზარზე რეაგირების ხარისხს „ჯორჯიან უოთერ ფაუერის" მენეჯერები აკონტროლებენ და მოსახლეობას ეკითხებიან, თუ რამდენად ეფექტურად შესრულდა ესა თუ ის სამუშაო.
მომხმარებელთან ამგვარი უკუკავშირი კომპანიის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.