„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის მაცხოვრებლებს თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს რეგულარულად ჩააბარებს.
კომპანიის ახალი მენეჯმენტი მიმდინარე გეგმების, საინვესტიციო პროექტების, თუ ახალი გამოწვევების შესახებ პრესკონფერენციების რეჟიმში ისაუბრებს.
ბრიფინგი თვეში რამდენიმეჯერ გაიმართება და კომპანიის ფეისბუქის გვერდის საშუალებით ლაივ სტრიმით გადაიცემა.
პროექტის მიზანი თბილისის მაცხოვრებლებთან მაქსიმალურად ღია ურთიერთობის დამყარება და მათგან უკუკავშირის მიღებაა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" პრესკონფერენციების ჩატარების დროს წინასწარ დაანონსებს.