ზუგდიდში დევნილებისთვის კიდევ 4 ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება

ზუგდიდში დევნილებისთვის კიდევ 4 ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 4 თორმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყება, სადაც ბინას 288 დევნილი ოჯახი მიიღებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ზუგდიდში დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

4 კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“ განახორციელებს.

ამ ეტაპზე, ბარამიას ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს 2 თორმეტსართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები 144 დევნილი ოჯახისთვის, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.

სულ ჯამში ზუგდიდში, 26 თორმეტსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება, 2016 დევნილი ოჯახისათვის. რაც ზუგდიდის რაიონში დევნილთა განსახლების მწვავე პრობლემას გადაჭრის.