მედიის წარმომადგენლებმა

მედიის წარმომადგენლებმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ობიექტები დაათვალიერეს

4 ივნისს  „პალიტრა მედიისა" და მედია ჰოლდინგ „კომერსანტის" წარმომადგენლებმა  კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"  ობიექტები დაათვალიერეს.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა წყლის ხარისხის კონტროლის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ცენტრალური ლაბორატორია და ღრმაღელის საფილტრე სადგური მოინახულეს - სადაც ნედლი წყლის, სასმელ პროდუქტამდე დამუშავება ხდება.

მედიის წარმომადგენლებმა ჟინვალის წყალსაცავი, ნატახტრის წყალსადენი, საგურამოს სატუმბო სადგური და საგურამოჰესის მშენებლობის პროცესიც დაათვალიერეს.

შეხვედრას „კვირის პალიტრის", „ინტერპრესნიუსის", „ბიზნესპრესნიუსის", ტელევიზია „პალიტრა ნიუსის", ჟურნალ „გზის" და რადიო „კომერსანტის" წარმომადგენლები ესწრებონენ.

 ვიზიტის მიმდინარეობისას  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"  წარმომადგენლებმა, მედია საშუალებების ჟურნალისტებს, დედაქალაქის წყალმომარაგების პროცესი გააცნეს.