1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გლდანის რაიონში ცენტრალური ღონისძიებები გლდანის პარკში გაიმართა.
ღონისძიება დრამ -შოუს მსვლელობით დაიწყო. ჩერლიდინგის მოცეკვავეებმა და ანიმატორებმა ბავშვებს ბუშტები და ტკბილეული დაურიგეს. მსვლელობის შემდეგ, გლდანის პარკში დაიწყო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ,,ნევერლენდის“ სადღესასწაულო ცენტრის მსახიობები, გლდანის საჯარო სკოლებთან არსებული სხვადასხვა მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ანსამბლები. აგრეთვე,წარმოდგენილი იყო საცირკო ნომრები და ილუზიონისტების შოუ.
გამგეობის ორგანიზებით, პარკში მისულ ბავშვებს სხვადასხვა კომპანია ტკბილეულითა და ნაყინით გაუმასპინძლდა.
სანახაობები გლდანის პარკში მისული სტუმრებისათვის მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან ჯოხაძე, გამგებლის მოადგილეები - ნანა ციმაკურიძე და ზურაბ ქაშიაშვილი.