გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ და გამგებლის მოადგილემ ზურაბ ქაშიაშვილმა და გამგეობის სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა რაიონში არსებული უფასო სასადილოების მონიტორინგი განახორციელეს.
გამგეობის შესაბამისი სამსახურების მიერ, გლდანის რაიონში არსებულ ცხრა უფასო სასადილოში მუდმივი შემოწმება ხორციელდება მომსახურებაზე, საკვების წონასა და ხარისხზე, ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებზე. ასევე, გამკაცრდა საკვების ხარისხთან და ბენეფიციართა აღრიცხვასთან დაკავშირებული პირობები.
როგორც არაერთ ბენეფიციართან გასაუბრებამ გვაჩვენა, ბოლო 2 წლის მანძილზე გაუმჯობესდა საკვების ხარისხი და სანიტარული პირობები. საკვების ხარისხის ზრდისა და უკეთესი სანიტარული წესრიგის გამო უფასო სასადილოების მომსახურებამ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ნდობა მოიპოვა.
უფასო სასადილოების სადილის ერთჯერადი ნორმა შედგენილია სპეციალისტების მიერ. მონიტორინგი გაგრძელდება და სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.