ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები ინიშნება

ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები ინიშნება

მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, ყაზახური ავიაკომპანია “SkyBus” ყაზახეთსა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენების შესრულებას იწყებს.  რეისები კვირაში 8 სიხშირით შემდეგ საჰაერო ხაზებზე განხორციელდება:

აქტობე-ბათუმი-ასტანა;

კიზილორდა-ბათუმი-აქტობე;

შიმკენტი-ბათუმი-კიზილორდა;

აქტაუ-ბათუმი-შიმკენტი;

ატირაუ-ბათუმი-აქტაუ;

ყარაღანდა-ბათუმი-ატირაუ;

კუსტანაი-ბათუმი-ყარაგანდა;

ასტანა-ბათუმი-კუსტანაი

ფრენები Bombardier CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისრტოს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას  ჩარტერული ფრენების განხორციელებისთვის 3 თვიანი ნებართვა მიენიჭა.

ბათუმის მიმართულებით აღნიშნული რეისების შესრულება მნიშნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთნაკადის ზრდას, ტურიზმის სფეროსა და ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების განვითარებას.