ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერ იეჰილ ბარს შეხვდა

ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერ იეჰილ ბარს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერს იეჰილ ბარს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ისრაელის სახელმწიფოს ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი და საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე დაესწრნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ისრაელის პარტნიორ ურთიერთობებზე, იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არის ქვეყნებს შორის და თანამშრომლობის გაღმავებაზე როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ განსაკუთრებულ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოსა და მათ ხალხებს შორის. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული კავშირები ორ ქვეყანას შორის განვითარდება და დადებით შედეგებს მოიტანს როგორც ქართველი, ისე ისრაელის საზოგადოებისთვის.   

აღინიშნა, რომ თანამშრომლობის რესურსი, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, არასაკმარისადაა ათვისებული და მისი სათანადოდ გამოყენება მნიშვნელოვანია.