მიესალმეთ რობი იულიამსს დინამო არენას დიდი ეკრანებიდან. ამ შესაძლებლობას კონცერტზე მისულ ადამიანებს თიბისი ბანკი აძლევს.
ვინც 27 მაისს, დინამო არენაზე, რობი უილიამსის კონცერტზე ფოტოს გადაიღებს და შემდეგ მას სოციალურ ქსელში, Facebook-ზე ან Instagram-ზე ჰეშთეგით #გამარჯობარობი ან #helloRobbie ატვირთავს, საკუთარ ფოტოებს კონცერტის მიმდინარეობისას, დინამო არენაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე იხილავს.
ყველა, ფოტო, რომელსაც რობი უილიამსის თაყვანისმცემლები გადაიღებენ, ასევე აიტვირთება ვებ-გვერდზე-გამარჯობარობი.com | HelloRobbie.com-ზე და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
თიბისი ბანკი კონცერტზე გადაღებული ფოტოებიდან საუკეთესოებს შეარჩევს და მათ ავტორებს სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვებს.
არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა გადაღებული ფოტო თქვენი სოციალური ქსელის პირად გვერდზე საჯარო (public) უნდა იყოს.
თიბისი ბანკი წელს პროექტის Check In Georgia-ს პარტნიორია. რობი უილიამსის კონცერტის გარდა, თიბისი ბანკი გულშემატკივრებს სიურპრიზებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზეც ჰპირდება.