ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის 50 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის 50 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

გაცნობებთ, რომ ხვალ, 27 მაისს, 10.45 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მისამართი: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10ა, მე-8 სართული) ხელი მოეწერება შეთანხმებას, რომლის მიხედვით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის 50 მილიონ დოლარს გამოუყოფს. შესაბამისად, საქართველოში ადგილობრივ, დაინტერესებულ კომპანიებს მიეცემათ საშუალება ეროვნულ ვალუტაში აიღონ გრძელვადიანი (5 წლიანი) სესხი 2 წლიანი საშეღავათო პერიოდით.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, ბელორუსსა და მოლდოვაში ბრუნო ბალვანერა, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და სხვა ოფიციალური პირები.