შვეიცარული კომპანიის Stadler Bussnang AG-ის დამფუძნებელმა, ბატონმა პიტერ შპულერმა და საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დეროქტორმა, მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერეს ორსართულიანი ევროპული სდანდარტის Stadler Kiss მოდელის მატარებლების შესყიდვის ხელშეკრულებას.
მატარებლის ტექნიკური მონაცემები სრულიად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს, რომელიც გათვლილია 400 მგზავრზე და განკუთვნილია შავი ზღვისპირა კურორტებისათვის, ძირიდად, ურეკი-ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით. მატარებლლები ივლისის შუა რიცხვებში ჩამოვა საქართველოში და რეგლამენტის გავლის შემდეგაც მგზავრებს გადაადგილების საშუალება ექნებათ.
მატარებლის 4 ერთეულის ღირებულება ორმოცი მილიონ ევროზე ნაკლები დაჯდა, ხოლო ბილეთის ფასი მგზავრებისათვის არ შეცვლილა. მატარებელი გათვლილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე და ასევე გამოყოფილია მაგიდა ჩვილ ბავშვთა მოვლისათვის.
Stadler Kiss მოდელის მატარებელის დანიშვნა წინ გადადგმული ნაბიჯია მომსახურეობის განითარების სფეროში, რაც რკინიგზის გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის და შვეიცარელი კოლეგების დახმარებით განახორციელდა.
„კომპანია Stadleri რკინიგზას ორსართულიანი მატარებლების 4 ერთეულს მიაწვდის, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველსოს მთავრობას, რომელმაც საშუალება მოგვცა მოკლე ვადაში განგვეხორციელებინა აღნიშნული შესყიდვა. ასევე მადლობა შვეიცარელ კოლეგებს, რომლებმაც გაითვალისწინეს საქართველოს რკინიგზის სიტუაცია და მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათი გააკეთეს“, -აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება მსგავსი ტიპის მატარებლების შემოსვლას საქართველოში, რკინიგზის გენერალური დირექტორის განცხადებით, ტურიზმის ზრდასთან ერთად გაიზრდება რკინიგზის მოძრავი შემადგენლობაც.
„ტურიზმი მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოში და ბუნებრივია, საქართველოს რკინიგზამ ფეხი უნდა აუწყოს ამ პროცესს. ტურისტული ნაკადების გაზრდის შემთხვევაში გავზრდით ჩვენ მოძრავ შემადგენლობას“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.