თამარ ტალიაშვილმა კონფერენციაში „ქალი და ხელოვნება ეკონომიკის განვითარებისათვის“ მონაწილეობა მიიღო

თამარ ტალიაშვილმა კონფერენციაში „ქალი და ხელოვნება ეკონომიკის განვითარებისათვის“ მონაწილეობა მიიღო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ და განათლებისა და კულტურის კომისიისთავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა სასტუმრო „რუმს თბილისში“ გამართულ ‘’ხელოვანქალთა საერთაშორისო ასოციაციის’’ პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. 
თამარ ტალიაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ეკონომიკისგანვითარების მიმართულებით ხელოვნების განსაკუთრებულ როლსა და მასში ქალის ჩართულობის უპირატესობაზე ისაუბრა. 
თამარ ტალიაშვილმა საუბრისას ყურადღება ხელოვნებისა და კულტურის დარგში თბილისის მუნიციპალიტეტში გატარებულ პროგრესულ რეფორმებზე, ქალთა გაძლიერებასა და მათი კრეატიულობის ხელშეწყობისთვის განხორციელებულ ღონისძიებებსა და პროექტებზე გაამახვილა. 
მისივე თქმით, თბილისის ხელისუფლება მსგავს ღონისძიებებს მუდამ მხარს უჭერს, ვინაიდანახალი ადმინისტრაციის პირობებში ქალთა ეკონომიკაში მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
სიტყვის დასასრულს, თამარ ტალიაშვილმა განსაკუთრებული მადლობა ‘’ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის’’ შექმნის ინიციატორს ლანა ღოღობერიძეს  და საქართველოში სპეციალური მოწვევით მყოფ ინდოეთის ზედა პარლამენტის წევრსა და კინოვარსკვლავს ჰემა მილინსს გადაუხადა. 
დღესვე, კონფერენციის ფარგლებში ფოტო-გამოფენა მოეწყო, სადაც იური მეჩითოვისა და ახალგაზრდა ფოტოხელოვანთა  ნამუშევრები იყო გამოფენილი.
პირველი საერთაშორისო კონფერენცია "ქალი და ხელოვნება ეკონომიკის განვითარებისათვის“ 20–21 მაისს სასტუმრო „რუმს თბილისში“ ლანა ღოღობერიძის ინიციატივით ორგანიზებული კულტურის სფეროში მოღვაწე ცნობილი ქართველი ქალების მიერ დაარსებული „ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის“ მიერ გაიმართა. 
კონფერენციის მიზანი ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია და მხარდაჭერაა.კონფერენციის ფარგლებში, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ახალგაზრდა ქალებს, საერთაშორისო კავშირების დამყარების და გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობა მიეცათ.
პროექტში მონაწილეობა საქართველოდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან და აშშ-დან  ხელოვნების სხვა და სხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მსახიობებმა, მომღერლებმა,რეჟისორებმა, ასევე ფოტოხელოვანებმა, მუსიკოსებმა და ქორეოგრაფებმა მიიღეს.