ხაშურში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

ხაშურში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

ხაშურში,  სააკაძის ქუჩა N2-ში არსებულ შენობას სამინისტროს დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა.  შენობაში სულ 85 ბინაა, აქედან 36-ერთოთახიანია, 44-ოროთახიანი და 5-სამოთახიანი.

სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიულ ორგანში, სააკაძის ქუჩაზე არსებული  ბინები, ფარული კენჭისყრის პრინციპით,  დევნილ ოჯახებზე განაწილდა.

ბინების განაწილების დროს გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულზე გადაეცათ.

ამ ეტაპზე, ხაშურში, სააკაძის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართი 63 დევნილ ოჯახს გადაეცემა. რაც შეეხება დარჩენილ 22 ბინას, მიმდინარეობს დევნილი ოჯახების დამატებითი მოკვლევა, რომლის შედეგებიც სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.