ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის კომენტარი ლარის კურსის გამყარების შესახებ

ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის კომენტარი ლარის კურსის გამყარების შესახებ

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა ლარის კურსის მიმართ, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში, სტაბილურად მყარდება.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, „აღნიშნული მთლიანად ემთხვევა ჩვენს მოლოდინებს, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს გვქონდა“.  დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელიც ამ დროისთვის ლარის კურსის გამყარებაზე მოქმედებს.

ერთერთ ასეთ ფაქტორად ვიცე-პრემიერმა დაასახელა ტურიზმი, რომელიც ზრდადი მაჩვენებლებით გამოირჩევა, შესაბამისად, ტურიზმიდან შემოსული სავალუტო ნაკადები პირდაპირ აისახება ლარის კურსზე. გარდა ამისა, ვიცე-პრემიერმა ასევე დაასახელა ნავთობის ფასის სტაბილურობა და საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვის ზრდა, რომელიც, მისი შეფასებით, ლარის კურსზე დადებითად აისახება.