საქართველო აუტოიმუნური ართრიტის მსოფლიო დღეს უერთდება

საქართველო აუტოიმუნური ართრიტის მსოფლიო დღეს უერთდება

20 მაისს, 11:00  საათზე, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“  გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც  მოხდება რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის წარდგენა. კავშირი დაფუძნებით უერთდება აუტოიმუნური ართრიტის მსოფლიო დღეს, რომელიც მთელ მსოფლიოში 2012 წლიდან აღინიშნება. ღონისძიების მიზანია, დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რათა მოხდეს დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ თერაპიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

პრესკონფერენციაში მონაწილეობენ და სიტყვით გამოვლენ: „რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების კავშირის“ თავმჯდომარე ინგა მამუჩიშვილი, დამფუძნებლები მარინა საღარაძე და რუსუდან ედიბერიძე, ასევე კავშირის მხარდამჭერი კომპანია „ჯეპრას“ პიარ კონსულტანტი თინათინ სამყურაშვილი.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტისა და საკრებულოს ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, ექიმები, პაციენტები დასხვა სტუმრები.

პრესკონფერენციის დასასრულს გამოქვეყნდება ონლაინ პეტიცია, მიმართული საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი - საქართველოში რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის თხოვნით.