”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სამგორის სათავე ნაგებობას ავარიულად შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 18 მაისს, 22:40 საათიდან, წყლის მიწოდება შეუწყდა:
ვარკეთილის, ზემო პლატოს, ვარკეთილის მეურნეობის, ალექსეევკას, თეთრიხევჰესის, ორხევის დასახლებებს, აეროდრომის და ლილოს დასახლებების ნაწილს.
მოსახლეობას, წყალმომარაგება 00:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგება.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებსწინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიისცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით. „ჯორჯიანუოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარებარაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.