პროგრამა „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ქვემო-ქართლის რეგიონში ახალი ხეხილი ბაღები გაშენდება

პროგრამა „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ქვემო-ქართლის რეგიონში ახალი ხეხილი ბაღები გაშენდება

ქვემო ქართლის მაცხოვრებელმა რასულ ვალიევმა პროგრამა „დანერგე მომავალი“ ფარგლებში“ ახალი ხეხილის ბაღი გააშენა.

დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ და ქვემო-ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილმა, ქვემო ქართლის მარნეულის რაიონის სოფელ სეიდ გოჯალოში  დაათვალიერეს პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, რასულ ვალიევი ბაღის გაშენების პროცესი. რასულ ვალიევი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 8.47 ჰექტარზე კაკალის  ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 30,758.15 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 19,635.00 ლარი ნერგებზე ხოლო 11,123.15 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

ქვემო ქართლში: ბოლნისის, მარნეულის და თეთრიწყაროს რაიონებში 201 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ქლიავი, ტყემალი, ხურმა და კაკლი გაშენდება. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1383.55 ჰა-ს ხოლო დაფინანსების მოცულობა 7.095 მილიონ ლარს აღემატება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის,ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს. 

პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის 2016 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.