The Sun: ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვეყანაში, რომელსაც შეშლილი დიქტატორი მართავს, თამბაქოს საწინააღმდეგო შეხვედრას დაესწრებიან

The Sun: ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვეყანაში, რომელსაც შეშლილი დიქტატორი მართავს, თამბაქოს საწინააღმდეგო შეხვედრას დაესწრებიან

დიდი ბრიტანეთის ცენტრალური აზიის ქვეყნებში ადამიანის უფლებების შელახვის გამო შეშფოთებულია, ერთ-ერთ მიზეზად თამბაქოს მოხმარების შეზღუდვაც სახელდება. საუბარია თურქმენეთზე, სადაც თამბაქოს შეძენა მხოლოდ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ მაღაზიებშია შესაძლებელი.

ბოლო წლების განმავლობაში ყოფილი საბჭოთა ქვეყნების საკულტო ლიდერებმა ათასობით პოლიტიკური ოპონენტი დააკავეს, აკრძალეს უცხოური პრესა, ბალეტი, წვერი და ძაღლების ყოლაც კი.

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში "არკადაგის" ("მფარველი") წოდებას ატარებს.

არც ისე დიდი ხნის წინ, ბერდიმუჰამედოვმა საკუთარ თავს ცხენზე ამხედრებული 20-მეტრიანი და 24-კარატიანი ოქროს ძეგლი დაუდგა.

მიმდინარე კვირაში, გაერო-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აშხაბადში, თამბაქოზე კონტროლის დაწესებასთან დაკავშირებით ევროპის რეგიონალურ შეხვედრას გამართავს.

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა ტორი ფილიპ დევისმა ოფიციალურ პირებს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება მოსთხოვა და ჟურნალ The Sun-თან საუბრისას დაინტერესდა, რა ფორმებს მიიღებს ჯანდაცვის დეპარტამენტის სიმკაცრე მწეველების მიმართ.

თურქმენეთს, ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა Amnesty International, Human Rights Watch და Médecins Sans Frontières, რეპრესიული რეჟიმის გამო აკრიტიკებს, თუმცა გაერო-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2014 წელს მას თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლისთვის პრესტიჟული ჯილდო გადასცა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისი თურქმენეთში მოგზაურობის მსურველებს ურჩევს, გარეთ მოწევისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან ეს იქ კანონით იკრძალება; აღნიშნული კანონი რესტორნებსა და სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზეც ვრცელდება.

"2015 წლის იანვრიდან, ახალი რეგულაცია, ერთ ადამიანზე ორ კოლოფზე მეტი თამბაქოს იმპორტს კრძალავს, ხოლო სიგარეტის გაყიდვა მხოლოდ სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ მაღაზიებს შეუძლიათ. კანონით ისჯება თამბაქოს საჩუქრად გადაცემაც. კანონის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს ჯარიმა ეკისრება".

2015 წლის განმავლობაში, ადამიანთა უფლებების მდგომარეობა თურქმენეთში შეშფოთების საგნად რჩებოდა.

ორგანიზაცია Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ თურქმენეთში ადამიანთა უფლებები რეალურად არ გაუმჯობესებულა.

ორგანიზაციის თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტი, მისი ნათესავები და მოკავშირეები, საზოგადოების ცხოვრების ყველა ასპექტზე უსაზღვრო კონტროლს ინარჩუნებენ.

ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს თავისუფალი ნების გამოხატვასა და რელიგიის თავისუფლებას, რის შედეგადაც ქვეყანა მუდმივი კონტროლის ქვეშაა. არსებულ ვითარებაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აშხაბადში თამბაქოზე კონტროლის დაწესებასთან დაკავშირებით ევროპის რეგიონალურ შეხვედრას გამართვას გეგმავს. შექმნილ სიტუაციაში ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის ოფიციალური პირების დასწრება აღნიშნულ შეხვედრაზე გაუმართლებელი იქნება.

The Sun-ის ინფორომაციით, ბრიტანეთის წარმომადგენლების მგზავრობისა და საცხოვრებელი პირობების ხარჯებს მთლიანად გაერო-ს ორგანიზაცია ფარავს. ბრიტანეთს მათთვის თანხის გამოყოფა არ მოუწევს, თუმცა გაერო-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ თანხა ნაწილობრივ ბრიტანეთის სახელმწიფო გამოყოფს.