სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ახალი კონცეფციის ღვინის მაღაზის ,,8000 მოსავალი“ გახსნას დაესწრო. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილიც ესწრებოდა.
ოთარ დანელიამ დამფუძნებლებს მაღაზიის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ობიექტების გახსნა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბოთლის ღვინის მოხმარების კულტურის პოპულარიზაციას.
როგორც მაღაზიის დამფუძნებლები აღნიშნავენ, მთავარ სეგმენტად შეირჩა ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ხარისხიან და ჯანსაღ ღვინოს აფასებს. ახალი სავაჭრო ობიექტი გამორჩეულია იმითაც, რომ მაღაზიაში გამოყოფილია ბარის ნაწილი, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს სასურველი ღვინო დააგემოვნოს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც ღვინის დაყენების 8000 წლიანი უწყვეტი ისტორია აქვს. იტალიელი და ფრანგი მეღვინეებიც კი, საქართველოს ,,8000 მოსავლის ქვეყანას“ (country of 8000 vintages) უწოდებენ.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ბიზნესის განვითარების სტრატეგია ქართული ღვინის მაღაზიების ქსელის გახსნას გულისხმობს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთის ბაზარი, ეკონომიკური ზრდის ტემპიდან გამომდინარე, მიმზიდველია სხავდასხვა სახის პროდუქციის, მათ შორის, ქართული ღვინის ექსპორტისთვის მნიშვნელოვანია. ამ ფონზე მაღაზია ,,800 მოსავლის“ დამფუძნებლები ჩინეთის ბაზარზე რეგისტრაციას უკვე ახორციელებენ. უახლოეს მომავალში ქართული საცალო ვაჭრობის ბრენდის მაღაზიები აზიის სხვადასხვა ქვეყნაში გაიხსნება. ბრენდის წარმატება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს.
მაღაზიის ,,800 მოსავალი“ გახსნას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული საგენტოს, პარტნიორი კომპანიის - ,,სინერჯის ჯგუფის“, ღვინის მწარმოებელი კომპანიების, ქართული ღვინის და სომელიეთა ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.