შეხვედრა დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან

შეხვედრა დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი დუბაის სავაჭრო- სამრეწველო პალატის საერთაშორისო ოფისის დირექტორს, ომარ ხანს და სავაჭრო- სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ლევან დავითაშვილმა დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წლები გააცნო და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის შესახებ ვრცლად ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრების ყურადღება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე,  სურსათის უვნებლობის საკითხზე და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა.