სოზარ სუბარი ბორის სილევიჩს და კერსტინ ლუნდგრენს  შეხვდა

სოზარ სუბარი ბორის სილევიჩს და კერსტინ ლუნდგრენს შეხვდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს ბორის სილევიჩს და კერსტინ ლუნდგრენს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა დევნილთა განსახლების პრობლემებსა და მათი დაბრუნების უფლებაზე ისაუბრეს. მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების მიერ დადებითად იქნა აღქმული ის პოლიტიკა, რომელსაც სამინისტრო დევნილებთან მიმართებაში ატარებს.

მინისტრმა და მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემო განიხილეს. მხარეებმა იმსჯელეს რამდენად არის უზრუნველყოფილი როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ისე დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების არჩევნებში მონაწილეობის უფლება.