ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით 105 მსჯავრდებული გათავისუფლდა

ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით 105 მსჯავრდებული გათავისუფლდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე 105 მსჯავრდებული გათავისუფლდა. გათავისუფლებულთაგან 5 ქალია, ხოლო ერთი არასრულწლოვანი. 

ადგილობრივმა საბჭოებმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში სულ 1000-მდე მსჯავრდებულის საკითხი განიხილეს. განხილვისას შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება. მათ შორისაა  ჩადენილი დანაშაულის ხასიათი; მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში;  მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; ოჯახური პირობები; ასევე, მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულის მიმართ.