საქართველოს რკინიგზა დამატებით მატარებელს  ზუგდიდის მიმართულებითაც ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა დამატებით მატარებელს ზუგდიდის მიმართულებითაც ნიშნავს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს რკინიგზა კიდევ ერთ, დამატებით, ჩქარ, ელექტრომატარებელს (#880/879) ნიშნავს ზუგდიდის მიმართულებით.  თბილისიდან ა.წ. 29 აპრილს და 01 მაისს, ხოლო ზუგდიდიდან 30 აპრილს და 02 მაისს შესრულდება ორ-ორი რეისი. გასვლა თბილისის ცენტრალური  ვაგზლიდან 00:35, ჩასვლა ქ.ზუგდიდში 06:36, ზუგდიდიდან გამოსვლა 01:30, ჩამოსვლა ქ. თბილისში 07:05.

საქართველოს რკინიგზა სასიამოვნო და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!