შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა თიბისი გალერეაში, რომელსაც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი და ისთერნ პრომოუშენსის დირექტორი გიორგი კერესელიძე უძღვებოდნენ.
15-24 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოს ცნობილი უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები 10 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება. წელს შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში ტარდება.
2016 წლის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS, JAMIE CULLUM, MACY GREY, THE PRODIGY, Ms. Lauryn Hill, MILES ELECTRIC BAND, NIK WEST და Chris Brown. ფესტივალის ფარგლებში, კლუბში „Take Five” შედგება MACY GRAY DJ SET; გაიმართება NIK WEST -ის, DJ LOGIC & Friends - ის და ასევე, ქართველი მუსიკოსების კონცერტები.
ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ „BRASS BAND“-ების კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში უცხოელი შემსრულებლების გარდა ბათუმის კოლონადებთან კონცერტებს გამართავენ ჯაზ-ბენდები.
ფესტივალის პროგრამა:
• 15 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი- QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO AL STARS feat. Richard Bona, Alfredo Rodriguez, Jacob Collier
• 16 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - MILES ELECTRIC BAND
• 17 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - Ms. Lauryn Hill
• 21 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - THE PRODIGY
• 22 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - JAMIE CULLUM
• 23 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - Chris Brown
• 24 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - MACY GRAY
ბილეთების გაყიდვა დაიწყება 11 მაისიდან ონლაინ ვებ–გვერდზე tkt.ge; ბილეთების თიბისი პლატინუმით, პრაიმ და სტატუს ბარათებით შეძენისას მოქმედებს ექსკლუზიური ფასი;
დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებ–გვერდს: http://batumijazz.ge ან დარეკეთ ნომერზე: 2 99 05 99;
ინფორმაცია მუსიკოსების შესახებ:
პროდიჯი (THE PRODIGY) - ინგლისურენოვანი ელექტრონული მუსიკის ჯგუფი 1990 წელს ჩამოყალიბდა. მისი ამჟამინდელი წევრები არიან ლიამ ჰაულეტი (Liam Howlett, კლავიში, სიმღერების ავტორი), კით ფლინტი (Keith Flint, მოცეკვავე, ვოკალისტი), ლეო კრებტრი (Leo Crabtree, დრამი), რობ ჰოლიდეი (Rob Holliday, გიტარა), მაქსიმი (Maxim Reality, MC, ვოკალისტი), ლიროი თორნჰილი (Leeroy Thornhill, მოცეკვავე, კლავიში). ჯგუფის მუსიკალურ რეპერტუარში სხვადასხვა ჟანრის მუსიკაა, მათ შორის, ელექტრონული და როკ-მუსიკა. The Prodigy-მ მსოფლიო აღიარება გამოჩენისთანავე მოიპოვა. ჯგუფი ითვლება ბიგ-ბიტის პიონერად, რომელმაც 1990-იან 2000-იან წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია. კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს მრავალი მუსიკალური ჯილდო, ჯგუფი ორჯერ იყო ნომინირებული გრემიზე.
მეისი გრეი (MACY GRAY) - (დაბ. 6 სექტემბერი, 1976 წ) - სოულის ამერიკელი შემსრულებელი, კომპოზიტორი, მუსიკოსი, მსახიობი და პროდიუსერი; ცნობილია ხმის დამახასიათებელი ტემბრითა და სიმღერის ორიგინალური სტილით; ჩაწერილი აქვს ექვსი ალბომი. მეისი გრეი 5-ჯერ იყო გრემიზე ნომინირებული და მიღებული აქვს ერთი გრემი სიმღერისთვის „I try“, რომელიც მსოფლიო ჰიტად იქცა. მეისი გრეი რამდენიმე ფილმში მონაწილეობს, მათ შორის Training Day, Spider-Man, Scary Movie 3, Lackawanna Blues, Idlewild, For Colored Girls და სხვა.
მის ლორენ ჰილი (Ms. Lauryn Hill) - (დაბ. 26 მაისი, 1976 წ) - ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი; უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ „Fugees“ -ის წევრი. ლორენ ჰილმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თანამედროვე მუსიკის განვითარებაზე. მისი პირველი სოლო ალბომი "Miseducation of Lauryn Hill" 1998 წელს გამოვიდა, ხუთი გრემი მოიპოვა და გაიყიდა მილიონობით ეგზემპლარი. განსაკუთრებით ცნობილია ლორინ ჰილის სიმღერები "Doo Wop“ „To Zion”. მუსიკოსი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე 17 კაციანი ბენდით წარდგება.
ქუინსი ჯონსი (QUINCY JONES) - (დაბ.14 მარტი, 1933 წ) - 27 გრემის მფლობელი, ამერიკელი კომპოზიტორი, მესაყვირე, არანჟირების ოსტატი და მუსიკალური პროდიუსერი, აღიარებულია მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან ჯაზის მუსიკოსად. ქუინსი ჯონსის კარიერა ბევრ მიმართულებას აერთიანებს - კომპოზიტორი, პროდიუსერი, დირიჟორი, ინსტრუმენტალისტი, ხმისჩამწერი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ჟურნალის დამფუძნებელი, მულტი-მედია მეწარმე და ფილანტროპი. არანჟირების დიდოსტატმა, პოპის, სოულის, ჰიპ-ჰოპის, ჯაზის, კლასიკური, აფრიკული და ბრაზილიური მუსიკის შერწყმით ფუჟენის არაერთი ჰიტი შექმნა. ქუინსი ჯონსის მუსიკალური კარიერა ექვს ათწლეულს ითვლის. თანამშრომლობდა ფრენკ სინატრასთან და მაიკლ ჯექსონთან, იყო მაიკლ ჯექსონის არაერთი ალბომის პროდიუსერი, მათ შორის ისტორიული სინგლისა - „We Are The World”. პლატინის ალბომში - "Q's Jook Joint" ქუინსი ჯონსმა გააერთიანა ისეთი ცნობილი შემსრულებლების პერფორმანსები, როგორებიც არიან: ბონო, რეი ჩარლზი, ფილ კოლინზი, ქუინ ლატიფა, სტივი უანდერი და სხვები. ალბომმა გრემის 7 ნომინაცია მოიპოვა.
ქუინსი ჯონსი საქართველოს პროექტით „QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS“ ესტუმრება, რომლის ფარგლებშიც ქართველ მსმენელს სამ დიდ არტისტს (Richard Bona, Alfredo Rodriguez, Jacob Collier) წარუდგენს.
ქრის ბრაუნი (Chris Brown) (დაბ. 5 მაისი , 1989 წ) - ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მოცეკვავე და მსახიობი; ის ცნობილი ამერიკელი პოპვარსკვლავის რიანას ყოფილი ქმარია. პირად ურთიერთობებში სკანდალური იმიჯის მქონე ქრის ბრაუნი, წარმატებულ მუსიკალურ კარიერას ეწევა. R&B -ისა და hip-hop- ის შემსრულებელი გამოირჩევა ორიგინალური სტილით და კრეატიულობით. მას სამჯერ აქვს მიღებული American Music Award და 4-ჯერ BET Awards - 2015 წელს ქრის ბრაუნმა წლის საუკეთესო R&B -ის შემსრულებლის წოდება მოიპოვა, ამ ნომინაციაში მას კონკურენციას უწევდნენ ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან აშერი და ჯონ ლეჯენდი.
მაილს ელექტრიკ ბენდი (MILES ELECTRIC BAND) - 11 ვარსკვლავისგან დაკომპლექტებული ბენდი, რომლის ხელმძღვანელიც მუსიკოსი ვინს უილბერნია, მაილს დევისის „ელექტრონული პერიოდის“ მუსიკას დაუკრავს. პროექტის შექმნის იდეა 2011 წელს გაჩნდა, როდესაც მაილს დევისის დისშვილმა ვინს უილბერნიმ „მაილს დევისის ფესტივალში" მონაწილეობის შესახებ მიწვევა მიიღო. ბენდის წევრები, ძირითადად, მაილს დევისის „ელექტრონული პერიოდის" მუსიკას უკრავენ, სწორედ აქედან მოდის ბენდის სახელწოდებაც - „The Miles Electric Band”. ბენდის შემადგელობაში შედიან ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: გრემის ორი ნომინანტი - ჯონ ბიზლი და რობერტ ირვინგ III (John Beasley and Robert Irving III) - კლავიში; გრემის ნომინანტი ბედელ როი ( Badal Roy) - ტაბლა; ლეგენდარული ბლექბირდ მაკნაითი (Blackbyrd McKnight) - გიტარა; მუნიუნგო ჯექსონი (Munyungo Jackson) - პერკუსია და გრემის მფლობელი ვინს უილბერნი უმცროსი (Vince Wilburn, Jr.) - დრამი.
ჯეიმი კალუმი (JAMIE CULLUM) - (დაბ. 20 აგვისტო, 1979 წ) - ჯაზის და პოპის ინგლისელი შემსრულებელი, ორი ოქროს გლობუსის მფლობელი, ორჯერ მოპოვებული წლის ადამიანის ტიტული და სონი რადიოს სამი ჯილდო - მისი ნომინაციების მხოლოდ ნაწილია. ჯეიმი კალუმის სახელზეა 10 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი მსოფლიოს მასშტაბით. ჯაზის უბადლო შემსრულებელს სხვადასხვაგვარი მუსიკალური ჟანრის ერთმანეთთან შერწყმის შეუდარებეული უნარი აქვს, რაც მის მსოფლიო აღიარებას განაპირობებს.
ნიკ ვესტი (NIK WEST) (დაბ. 26 იანვარი, 1989 წ) - ახალგაზრდა ამერიკელი ბასისტი, კომპოზიტორი და მომღერალია, რომელიც არაორდინარული გარეგნობითა და საოცარი ექსპრესიით გამოირჩევა.
ნიკ ვესტი კარიერის განმავლობაში უკრავდა ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან ერთად, როგორებიც არიან პრინცი, ჯონ მაიერი, მარკუს მილერი და ა.შ. ნიკ ვესტი არის სახე “ფენდერის” ბას გიტარების სერიისა - “Dimencion Bass’’, რომელსაც „ფენდერი“ 2013 წლიდან აწარმოებს.