ნინო გოგუაძის ინიციატივით, შშმ ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

ნინო გოგუაძის ინიციატივით, შშმ ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟრიტარი წევრის ნინო გოგუაძის ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები, ასევე დღის ცენტრების წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

როგორც საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-კონსერვატორები'' თავმჯდომარემ ნინო გოგუაძემ აღნიშნა, ანალოგიური ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებასა და მათი შემოქმედების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

გამოფენაზე გლდანის რაიონში მდებარე დღის ცენტრების ,,აისი“, ,,ია“ და მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და ნახატები იყო გამოფენილი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვის აქციაში, რომელიც პროფესიული გადამზადების ცენტრში მოეწყო, საკრებულოს დეპუტატებიც ჩაერთნენ.