N 17 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა  მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

N 17 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

N 17  პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ჯ.ზ.  ე.წ.  ჩაჯდომების ვარჯიშში  საკუთარი მსოფლიო რეკორდი  უკვე მესამედ გააუმჯობესა და  60 წამში 94,1 კილოგრამიანი შტანგით  38 ჩაჯდომა შეასრულა.

სპორტული ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც  დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები  და მსაჯები დაესწრნენ.

რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტის   დავით ბეგიაშვილის  თქმით, ფედერაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობას    მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

,, მსჯავრდებული ჯ.ზ. მორიგი მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. მან  ერთი წუთის განმავლობაში  94,1 კილოგრამიანი შტანგით  38 ჩაჯდომა შეასრულა. როგორც ვიცი, იგი კიდევ აპირებს ახალი რეკორდებისთვის მომზადებას და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ხელი შევუწყოთ და ახალი წარმატებების მიღწევაში დავეხმაროთ“ – განაცხადა დავით ბეგიაშვილმა.

მსოფლიო რეკორდსმენმა მსჯავრდებულმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულმა ჯ.ზ. პირველი  მსოფლიო რეკორდი  გასული წლის სექტემბერში დაამყარა, როდესაც ცალ ფეხზე, ერთი წუთის განმავლობაში  62  ჩაჯდომა შეასრულა, ხოლო მეორე რეკორდი 2015 წლის დეკემბერში  როცა 93.7 კგ წონის შტანგით ერთი წუთის განმავლობაში 33 ჩაჯდომა  შეასრულა.

სპორტული ღონისძიების დასასრულს გადაწყდა რომ უახლოეს პერიოდში  N17 პენიტენციურ პენიტენციური დაწესებულებაში ფილმის ჩვენება მოეწყობა, სადაც ასახულია,  როგორც უცხოელთა, ასევე ქართველთა  რეკორდები.