დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა თბილისში, თბილისის ზღვის მიმდინარე ტერიტორიაზე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კომფორტი 21“ ახორციელებს. რეაბილიტაციის შედეგად, გამოიცვლება კორპუსის სახურავი, კარ-ფანჯრები და იატაკი, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება დერეფნებსა და ფასადს, გაიმართება წყალკანალიზაცია და მოეწყობა სარინელი სისტემა.
გარდა ამისა, სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდება კორპუსის გაზიფიცირება.
კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის მაისის ბოლოს დასრულდება, რის შემდგომაც შენობაში მცხოვრებ 121 დევნილი ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა.
სულ საქართველოს მასშტაბით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 6 ობიექტზე 485 დევნილი ოჯახისთვის.