აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, სს “საქართველოს რკინიგზა“ 28 აპრილიდან 03 მაისის ჩათვლით, ყოველდღიურ მსვლელობაში, დამატებით, ნიშნავს ჩქარ ელექტრომატარებელს თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (878/877). გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:25, ჩასვლა ქ.სენაკში 14:37, სენაკიდან გამოსვლა 19:35, ჩამოსვლა ქ. თბილისში 23:45.
საქართველოს რკინიგზა სასიამოვნო და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ! “