გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. რაიონის გამგეობა თანმიმდევრულად და გეგმიურად ახორციელებს 2016 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის ათვისებას. რამდენიმე ქუჩა, რომელიც არასდროს ყოფილა მოასფალტებული, კეთილმოეწყო. ასევე მოეწყო ათეულობით შიდაკვარტალური ეზო და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, აღდგა სკვერები და დამონტაჟდა ახალი მოსასვენებელი პავილიონები, საერთო სარგებლობის კიბეები და სადარბაზოებთან მისასვლელი მოედნები. აქტიურად მიმდინარეობს ორმოული სამუშაოები.
ამჟამად მოცულობითი პროექტების განხორციელება მიმდინარეობს მუხიანის IV -ბ მ/რ-ის 33-36 კორპუსების მიმდებარედ; წყალსადენის ქუჩაზე, თიანეთის გზატკეცილისა და გლდანის ხევის, გლდანის III და I მ/რ-ების დამაკავშირებელ გზებზე. რეაბილიტაცია უტარდება სპორტულ მოედნებსა და სკვერებს.