ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია საქართველოს ეროვნულსა და ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად სუპერლიგას ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.
მხარდაჭერა გავრცელდება 3 ასაკობრივ - 16, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებზე.
კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ფედერაციის მხრიდან ხელშეკრულებას პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, ხოლო „საქართველოს რკინიგზიდან“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე მოაწერენ ხელს.