სამგორის რაიონში,  900 მმ-იანი წყალდენის ახლადშეცვლილი მონაკვეთი ექსპლუატაციაში გაეშვება

სამგორის რაიონში, 900 მმ-იანი წყალდენის ახლადშეცვლილი მონაკვეთი ექსპლუატაციაში გაეშვება

სამგორის რაიონის ქუჩების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  მაისურაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.  ახლით შეიცვალა მოძველებული 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენი და დამონტაჟდა ახალი ევროსტანდარტის 800 მმ-იანი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.

ახალი მაგისტრალური წყალდენის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით დღეს, 19 აპრილს დილის 10:00 საათიდან, 20 აპრილის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

 

სამგორის რაიონში:

ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, იდუმალის, რამაზ წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, წმინდა ბარბარეს, 2-ნავთლუღის, ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს.

კრწანისის რაიონში:

ზემო და ქვემო ფონიჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს, სადგური ველს.

სოფლებს:

გამარჯვებას, გაჩიანს, ახტაკლიას, კარატაკლიას, ფოლადაანთ კარს, კრწანისს.

წყალი ხვალ,  20 აპრილს,  დილის 10:00 საათიდან ეტაპობრივად მიეწოდება ყველა ქუჩას. 


წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აბონენტებსწინასწარ, SMS-შეტყობინების სახით ეგზავნებათდეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელიხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის www.gwp.ge  მეშვეობით. 


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდებასამუშაოებისჩატარება რაც შეიძლებამოკლე დროში დაასრულოს.